სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა დამრიგებლის ქეთევან სანაძის ხელმძღვანელობით მოაწყო ღონისძიება ,,ანბანის გაცილება-ცოდნის ზეიმი“
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, ლექსების, სიმღერებისა და ცეკვის თანხლებით. ანბანის ზეიმი კი მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ჯულია ლეჟავამ
ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, დარბაზში შეიქმნა საზეიმო, ამაღლებული განწყობა და წარმოჩინდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარი.
გზა დავულოცოთ ჩვენს პირველკლასელებს, ვუსურვოთ ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა, შეეწიოთ უფალი სწავლასა და შრომაში.
No comments:
Post a Comment