საქმიანობის
შეფასება
შესავალი
დოკუმენტი აღწერს
მასწავლებლის კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის განსახორციელებელ
პროცესებს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის
სტატუსის მოსაპოვებლად.
დოკუმენტში განხილულია:
-
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის
შეფასების ძირითადი პრინციპები;
-
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა
და კრიტერიუმები;
-
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის
ადმინისტრირება.
1.
მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და შეფასების ძირითადი
პრინციპები
მასწავლებლის პროფესიული
განვითარების სისტემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
პრინციპი 1 - პროფესიული
განვითარება არის ყოველდღიური, მიმდინარე პროცესი - პროფესიული განვითარების პროგრამების
შემუშავებისას, აქცენტი გადასულია სწავლისა და გაგების პროცესსა და მხარდაჭერაზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა
და მხარდაჭერის სისტემის ფარგლებში, პედაგოგებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს:
➢ კონტექსტზე
დაფუძნებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც მასწავლებელმა უნდა უპასუხოს სასკოლო თემისა
და მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს;
➢ სამუშაო
პროცესის დაფუძნება სასწავლო შინაარსზე - ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს კონკრეტული
საგნობრივი საკითხების სწავლა-სწავლებაზე;
➢ აქტიური
პროცესები, რომელთა ფარგლებშიც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
სწავლობენ კონკრეტული მიდგომებისა თუ სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების, დაკვირვების
შედეგების განხილვის, გაზიარებისა და უკუკავშირის მიღების საშუალებით;
➢ მასწავლებლის
აქტიური როლის განსაზღვრა და წარმოჩენა - მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიულ განვითარებაზე
ორიენტირებული აქტივობების აქტიური მიმღები;
➢ სამუშაო
პროცესებისთვის ადეკვატური დროის დათმობა -
მასწავლებელს უნდა მიეცეს გააზრების, პრაქტიკაში გამოცდის, რეფლექსიისა და დასკვნების
გამოტანის შესაძლებლობა.
პრინციპი 2 - მასწავლებელი
იღებს ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს - კონსტრუქციული მიდგომა და უკუკავშირი
დაფუძნებულია კოლეგების მხარდაჭერასა და გუნდურ მუშაობაზე, მიზნობრივ დაგეგმვაზე, პროცესების
მონიტორინგსა და რეფლექსიაზე. ძირითადად, ასეთი ტიპის უკუკავშირი ხორციელდება თანამშრომლობით
გარემოში - ქოუჩინგის, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის, სასწავლო ჯგუფის ფორმატში, რაც
საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მოსინჯოს საკუთარი ძალები, განახორციელოს ექსპერიმენტები
და განავითაროს ორიგინალური ხედვა. კონსტრუქციულ უკუკავშირში მნიშვნელოვანი ხვედრითი
წილი უკავია მოსწავლეების მიღწევების ანალიზს.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და მხარდაჭერის სისტემის ამ პრინციპის გათვალისწინებისთვის საჭიროა:
➢ მასწავლებლის
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იყოს სასკოლო კულტურის განუყოფელი ნაწილი;
➢ მასწავლებლების
ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეფლექსიაზე დაფუძნებული პროცესების ხაზგასმა და წარმოჩენა;
➢ თვითშეფასებაზე
დაფუძნებული შეფასების სისტემის უზრუნველყოფა, როცა მასწავლებლები სისტემატურად აფასებენ
საკუთარ პრაქტიკას.
პრინციპი 3 - სასკოლო საზოგადოების
წევრებს შორის არსებობს ურთიერთნდობა - აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების წევრებს
შორის ურთიერთობები დამყარებული იყოს ნდობასა და მხარდაჭერაზე. პროფესიული განვითარება
ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლების განვითარებაზე. სასკოლო საზოგადოების წევრები უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას ხარისხიან განათლებაზე.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა
და მხარდაჭერის სისტემის ამ პრინციპის გათვალისწინებისთვის საჭიროა:
➢ სამუშაო
პროცესი იყოს თანამშრომლობითი, მასწავლებლები სწავლობდნენ კოლეგებთან ერთად, საერთო
გამოწვევების საპასუხოდ და ერთობლივი აქტივობების განხორციელების გზით;
➢ სასკოლო
საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ნდობა მიმდინარე პროცესისადმი, პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლების, სკოლის
ხელმძღვანელების, მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ურთიერთნდობას;
➢ ითვალისწინებდეს
ფორმალური და არაფორმალური მიდგომების ერთობლიობას, მათ შეფასებასა და დაფასებას;
➢ პროცესები
ეყრდნობოდეს მასწავლებელთა ლიდერობის, სასკოლო ლიდერობის, სისტემური ლიდერობის პრინციპებს
და უზრუნველყოს მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება;
➢ პროფესიული
განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობები უნდა აუმჯობესებდეს მასწავლებლის რწმენას
იმასთან დაკავშირებით, რომ შეძენილი ცოდნა სასარგებლოა მისი პრაქტიკისთვის და გამომდინარეობს
მისი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან.
2. |
|
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები
|
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა
ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების
ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსიის საფუძველზე.
მასწავლებლის საქმიანობის რეფლექსია
უნდა მოიცავდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის
ერთიან ანალიზს, რომელიც გამყარებული უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
აღნიშნულ მტკიცებულებებსა და რეფლექსიას მასწავლებელი ასახავს პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია,
პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი
მიმართულებით:
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების
განხორციელება;
3. პროფესიული პასუხისმგებლობა (პროფესიული პასუხისმგებლობა
გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებთან
და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობას).
პორტფოლიოს მეშვეობით, მასწავლებელი წარმოაჩენს საკუთარ საქმიანობას.
შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს წარსადგენად. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია,
რომ პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებები
ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციის ფლობას.
მასწავლებლის პორტფოლიოში
წარმოდგენილი უნდა იყოს სამივე მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ,
ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია
ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
შენიშვნა: პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის
მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ქვემოთ მოცემული
ცხრილის პირველ სვეტში წარმოდგენილია მიმართულებები, მეორე სვეტში - თითოეული მიმართულების
შესაბამისი კომპეტენციები, ხოლო მესამე სვეტში - საორიენტაციო მტკიცებულებები, რომლებიც
შესაძლოა მასწავლებელს ჰქონდეს წარმოდგენილი პოტფოლიოში.
I დონე- წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის
მიმართულება |
კომპეტენციები
|
საორიენტაციო
მტკიცებულებები |
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა |
•
შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა;
•
შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების
გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების რეალიზებაში. |
•
მოსწავლეთა პროგრესის
ამსახველი მასალა; •
საგნობრივი კურიკულუმის/ მისი რომელიმე ნაწილის გეგმა,
მისი განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა და სხვა. |
სკოლის/თემის განვითარებაზე |
• აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო
საჭიროებების |
|
ორიენტირებული აქტივობების განხორციელება |
დადგენისა
და მათი გადაჭრის გზების შესახებ; • შეუძლია,
სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება. |
•
სკოლის/თემის საჭიროებების
შესწავლის ამსახველი მასალა; •
სკოლისა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა; •
და სხვა. |
|
პროფესიული პასუხისმგებლობა |
•
საკუთარი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, შეუძლია
კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების
ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; •
შეუძლია განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში
დანერგვა და გაზიარება; •
იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და/ან
საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს |
•
საკუთარი და კოლეგების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების
ამსახველი მასალა; •
პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული და განხორციელებული
აქტივობების დამადასტურებელი მასალა; •
კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის
მიწოდების დამადასტურებელი მასალა; |
|
|
საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად; •
შეუძლია კოლეგებისთვის
განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება; •
შეუძლია
მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებული
თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; •
შეუძლია, თითოეული
მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით, ეფექტიანი თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათ მშობლებთან/კანონიერ
წარმომადგენლებთან. |
• • |
თანამედროვე პროფესიული ლიტერატურისა და/ან საგანმანათლებლო კვლევების გაცნობის, პედაგოგიური პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად მისი გამოყენებისა
და მიღებული გამოცდილების გაზიარების
დამადასტურებელი მასალა; და სხვა. |
II დონე - მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურვლეთათვის
მიმართულება
|
კომპეტენციები
|
საორიენტაციო მტკიცებულებები |
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა |
•
შეუძლია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირება, შედეგების ანალიზი და მათი საგნობრივ კურიკულუმში ასახვა;
•
შეუძლია მოსწავლეთა უნივერსალური და მიზნობრივი საჭიროებების
გათვალისწინება დიფერენცირებული სწავლების პრინციპების რეალიზებაში; •
შეუძლია გრძელვადიანი სასწავლო/მეთოდური მიზნების
შესაბამისი სასწავლო/მეთოდური რესურსების შექმნა/განვითარება და გაზიარება. |
•
მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა; •
საგნობრივი კურიკულუმის/ მისი რომელიმე ნაწილის გეგმა,
განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა; •
გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მისაღწევად შექმნილი სასწავლო რესურსები. რესურსების გამოყენებისა და გაზიარების დამადასტურებელი
მასალა; •
და სხვა. |
სკოლის/თემის განვითარებაზე |
• აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო
საჭიროებების |
|
ორიენტირებული აქტივობების განხორციელება |
• • • |
დადგენისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ; შეუძლია სკოლის/თემის
საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება; შეუძლია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხო
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების
პროცესში; შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი
კონტაქტების დამყარება, საკუთარი სკოლის/თემის ინტერესების წარმოსაჩენად. |
სკოლის
ამსახველი • • |
/თემის
საჭიროებების შესწავლის მასალა; სკოლის/ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი
მასალა. საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად
და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
და ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ. აკადემიურ სექტორთან,
ბიზნეს სექტორთან, სამთავრობო
სტრუქტურებთან, არასამთავრობო
სექტორთან და ა.შ.). |
პროფესიული პასუხისმგებლობა |
•
საკუთარი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შეუძლია
კოლეგების მხარდაჭერა მათი პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების, განვითარების
ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; •
შეუძლია განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში
დანერგვა და გაზიარება; •
იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და/ან
საგანმანათლებლო კვლევებს და არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური
პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; •
შეუძლია კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული
უკუკავშირის მიწოდება. •
იცნობს საერთაშორისო პროფესიულ ლიტერატურასა და/ან
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას ნერგავს სკოლის დონეზე და
მიღებულ |
• • • • |
საკუთარი და კოლეგების
პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ამსახველი მასალა; პროფესიული
განვითარების მიზნით შერჩეული და განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა;
კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული
უკუკავშირის მიწოდების დამადასტურებელი მასალა; თანამედროვე პროფესიული ლიტერატურისა და/ან საგანმანათლებლო კვლევების გაცნობის, პედაგოგიური პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად მისი გამოყენებისა
და მიღებული გამოცდილების გაზიარების
დამადასტურებელი მასალა; |
|
გამოცდილებას
აზიარებს
რეგიონული/ეროვნული მასშტაბით; •
სკოლის დონეზე
გამოკვეთილი პროფესიული გამოწვევების
საპასუხოდ შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის
შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა; •
შეუძლია
მოსწავლეებთან თანასწორობაზე დაფუძნებული
თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; •
შეუძლია თითოეული
მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით ეფექტიანი თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება მათ მშობლებთან/კანონიერ
წარმომადგენლებთან. • |
• • |
პროფესიული
განვითარების სტრატეგიის შექმნაში
მონაწილეობის დამადასტურებელი მასალა; და სხვა. |
3.
მასწავლებლის
პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის აღწერილობა
მას შემდეგ, როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი
საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით
გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებს, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების
შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის
თაობაზე.
წინადადების წარდგინება
- სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას სკოლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების
მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ.
წინადადების წარდგენის წესს განსაზღვრავს
და ამტკიცებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. წარდგინებით სკოლის
ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:
➢ მასწავლებლის
წვლილი სკოლის/ სასკოლო თემის განვითარების
პროცესში;
➢ მასწავლებლის
პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან
(მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.
შენიშვნა 1:
წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული
უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების აზრი.
შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში, წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი (თუ სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებელი რომელიმე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია მოწვეულ/შემცვლელ მასწავლებლად, ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ წარადგენს
განაცხადს სტატუსის ცვლილებაზე).
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, განისაზღვრება
სტატუსის ცვლილების მსურველ მასწავლებელთა წინადადების წარდგენის ვადა.
წარდგენის პერიოდის
დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში,
სტატუსის ცვლილების მსურველი თითოეული მასწავლებლისთვის ცენტრი ადგენს შეფასების
10 დღიან პერიოდს და ექსპერტთა ჯგუფის წინაშე მისი საქმიანობის წარდგენის/ პრეზენტაციის თარიღს
ასახავს განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). პორტფოლიოს შეფასებაში მონაწილეობს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი
(2-3 ექსპერტი). პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება ხორციელდება წინასწარ
შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები წინასწარ შეისწავლიან
მასწავლებლის პორტფოლიოს, რის შემდეგაც თავად მასწავლებელი აკეთებს მათ წინაშე პორტფოლიოს
პრეზენტაციას. პორტფოლიოს პრეზენტაცია მოხდება
ონლაინ ან პირისპირ ფორმატით.
შენიშვნა - იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი ელექტრონულ პორტფოლიოში მტკიცებულებებს
ტვირთავს რეგისტრაციის პერიოდში, ექსპერტთა ჯგუფს აქვს უფლება, პორტფოლიოს წარდგენამდე,
გონივრულ ვადაში მასწავლებლისგან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა გაცნობის
საჭიროებაც გამოიკვეთა პორტფოლიოს შესწავლისას.
მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ატარებს
როგორც განმსაზღვრელ, ასევე, განმავითარებელ ხასიათს. მასწავლებელი თითოეული მიმართულებით
ფასდება. შეფასების დონეებია - შესაბამისი და გასავითარებელი.
სტატუსის ამაღლების
საფუძველს წარმოადგენს „შესაბამისი“ დონით შეფასებული სამივე მიმართულება (სასწავლო
პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
პროფესიული პასუხისმგებლობა).
შენიშვნა: პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებებით, მასწავლებლის კომპეტენციის
დადასტურება ხდება პორტფოლიოსა და ექსპერტის მიერ ჩატარებული სასკოლო საზოგადოების
გამოკითხვის საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი
ინფორმაციით, რომელიმე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის
განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; პროფესიული პასუხისმგებლობა.)
შეფასდა, როგორც „გასავითარებელი“, მასწავლებელი ფასდება უარყოფითად და ექსპერტთა ჯგუფი გასცემს წერილობით განმავითარებელ
უკუკავშირს.
მასწავლებლის შეფასება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში
(eschool) აისახება ექსპერტთა ჯგუფის წინაშე მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის წარდგინებიდან ორი კვირის
განმავლობაში. პედაგოგები სტატუსს შეიცვლიან სასწავლო წლის ბოლოს.
მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის
განმეორებით შეფასების მოთხოვნის საშუალება
მიეცემა მომდევნო სასწავლო წელს, „გასავითარებელი“ სტატუსით შეფასებული მიმართულებით.
შეფასების კრიტერიუმები
I დონე - წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის
მიმართულება - სასწავლო პროცესის დაგეგმვა
და მართვა
კრიტერიუმი
|
აღწერა |
საჭიროების დასაბუთება |
აპლიკანტის მიერ დეტალურადაა
აღწერილი მოსწავლის / მოსწავლეების მიღწევები და საჭიროებები ეროვნული სასწავლო გეგმის
შედეგებთან მიმართებით; ნაჩვენებია
ინსტრუმენტები, რომლთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება
და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა. |
მიზნის განსაზღვრა |
აპლიკანტის
მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებას/საჭიროებებს / ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. |
აქტივობების
შესაბამისობა მიზანთან |
აპლიკანტის
მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია
მათი მიზნობრიობა (მათი კავშირი მოსწავლის საჭიროებებთან / ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებთან). |
პროცესის მონიტორინგი და შეფასება |
განხორციელებული
აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და
გამოყენებულია ეფექტიანი მონიტორინგისა და
შეფასების სტრატეგია - პროცესის და შედეგის
წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს
მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე
დაყრდნობით. |
მიმართულება - სკოლისა
განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება
კრიტერიუმი
|
აღწერა |
საჭიროების დასაბუთება |
აპლიკანტის
მიერ დეტალურადაა აღწერილი და არგუმენტირებულად
დასაბუთებულია სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები
სკოლის განვითარებისთვის; წარმოდგენილია აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირების
მეთოდები და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა. |
მიზნის განსაზღვრა |
აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება სკოლის/თემის
წინაშე არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებას/საჭიროებებს. |
აქტივობების შესაბამისობა
მიზანთან |
აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები
დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა სკოლის/თემის წინაშე
არსებული საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების ფარგლებში განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად. |
პროცესის მონიტორინგი და შეფასება |
განხორციელებული
აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და
გამოყენებულია ეფექტიანი მონიტორინგისა და
შეფასების სტრატეგია - პროცესის და შედეგის
წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს
მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე
დაყრდნობით. |
მიმართულება - პროფესიული პასუხისმგებლობა შენიშვნა: პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს
საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებსა და/ან მათ
მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების
დამყარებას.
კრიტერიუმი
|
აღწერა |
პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ინსტრუმენტები |
აპლიკანტი
ასაბუთებს და აანალიზებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული
მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ვალიდურობას. |
საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა |
აპლიკანტის
მიერ გამოკვეთილი პროფესიული საჭიროებები
ეფუძნება მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
პროფესიული განვითარების ღონისძიებები პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს. დასტურდება
განვითარების ღონისძიებების განხორციელება და მიღწეული შედეგების ობიექტური შეფასება.
|
კოლეგის/კოლეგების მხარდაჭერა პროფესიული განვითარების
პროცესში |
აპლიკანტი
უზიარებს კოლეგებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ვალიდურ მრავალფეროვან
ინსტრუმენტებს და ეხმარება პროფესიული საჭიროებების
სწორად გამოკვეთაში, კონსულტაციას უწევს
საჭიროების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა
და მიღწეული შედეგების შეფასების პროცესში.
აპლიკანტის მიერ გაცემული უკუკავშირი აკმაყოფილებს განვითარებაზე ორიენტირებული
უკუკავშირის მახასიათებლებს. |
საკუთარი და კოლეგების
პროფესიული განვითარების მიზნით, განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება |
აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები
არის თანამედროვე, ინოვაციური და სანდო.
აპლიკანტის პრაქტიკული
საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი
ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა. აპლიკანტის
პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება მიღებული
გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ
შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას. |
მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობა |
მასწავლებელს
მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან აქვს პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა. მასწავლებელი, თითოეული მოსწავლის
საჭირებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ეფექტიანად თანამშრომლობს მშობლებთან/მოსწავლის
კანონიერ წარმომადგენლებთან, სისტემატურად აწვდის მათ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ
უკუკავშირს, უზრუნველყოფს მშობელსა და სკოლას
შორის ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარებას. |
|
მასწავლებელი
კარგად იცნობს ყოველი მოსწავლის პიროვნებას, მის შესაძლებლობებს და ცდილობს, ამის
გათვალისწინებით ააგოს მასთან ურთიერთობა (მათ შორის, განსხვავებული კულტურის, სქესისა
თუ საჭიროებების მქონე მოსწავლეების) მიმართ. მასწავლებელი მუდმივად ამჟღავნებს მაღალ
მოლოდინებს თითოეული მოსწავლის მიმართ.მასწავლებლის მხრიდან წახალისებულია განსხვავებული
აზრის გამოხატვა და გამოთქმული მოსაზრების პატივისცემა. სასწავლო გარემო სრულად უწყობს
ხელს თითოეული მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. |
II დონე - მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის
მიმართულება -
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
კრიტერიუმი
|
აღწერა |
საჭიროების დასაბუთება |
აპლიკანტის მიერ დეტალურადაა
აღწერილი მოსწავლის / მოსწავლეების მიღწევები და საჭიროებები ეროვნული სასწავლო გეგმის
შედეგებთან მიმართებით; ნაჩვენებია
ინსტრუმენტები, რომლთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირება
და დასაბუთებულია მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა. |
მიზნის განსაზღვრა |
აპლიკანტის მიერ განსაზღვრული
მიზნები შეესაბამება მოსწავლის/მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას/საჭიროებებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. |
აქტივობების შესაბამისობა
მიზანთან |
აპლიკანტის
მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია
მათი მიზნობრიობა (მათი კავშირი მოსწავლის/მოსწავლეების საჭიროებებთან / ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან). |
პროცესის მონიტორინგი და შეფასება |
განხორციელებული
აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და
გამოყენებულია ეფექტიანი მონიტორინგისა და
შეფასების სტრატეგია - პროცესის და შედეგის
წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს
მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას, წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე
დაყრდნობით. |
გრძელვადიანი მიზნის შესაბამისი
სასწავლო რესურსის შექმნა |
აპლიკანტი
ქმნის სასწავლო/მეთოდურ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოკვეთილი სირთულეების
გადალახვაში, მოტივაციის ამაღლებასა და ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაში. |
მიმართულება - სკოლის
განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება
კრიტერიუმი
|
აღწერა |
საჭიროების დასაბუთება |
აპლიკანტის
მიერ დეტალურადაა აღწერილი და არგუმენტირებულად
დასაბუთებულია სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები
სკოლის განვითარებისთვის; წარმოდგენილია |
|
აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები და დასაბუთებულია
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა. |
მიზნის განსაზღვრა |
აპლიკანტის მიერ განსაზღვრული მიზნები შეესაბამება სკოლის/თემის
წინაშე არსებულ საგანმანათლებლო საჭიროებას/საჭიროებებს. |
აქტივობების შესაბამისობა
მიზანთან |
აპლიკანტის მიერ განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები
დეტალურადაა წარმოდგენილი და დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა სკოლის/თემის წინაშე
არსებული საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების ფარგლებში განსაზღვრული მიზნების
მისაღწევად. |
პროცესის მონიტორინგი და შეფასება |
განხორციელებული
აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, აპლიკანტის მიერ შემუშავებული და
გამოყენებულია ეფექტიანი მონიტორინგისა და
შეფასების სტრატეგია - პროცესისა და შედეგის
წარმატების გასაზომი კრიტერიუმები და ინსტრუმენტები; აპლიკანტი ასაბუთებს
მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობას, წარმოდგენილ შეფასების სტრატეგიაზე
დაყრდნობით. |
წარმატებული გამოცდილების გათვალისწინება |
აპლიკანტის
მიერ განხორციელებულ აქტივობებში გათვალისწინებულია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება; აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული გამოცდილების
გათვალისწინების სარგებელს მიზნის მიღწევის პროცესში. |
საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება |
აპლიკანტის მიერ განხორციელებული
აქტივობების ფარგლებში, დამყარებულია მიზნობრივი პარტნიორული ურთიერთობები გარე ინსტიტუციებთან.
აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას. |
მიმართულება - პროფესიული
პასუხისმგებლობა შენიშვნა: პროფესიული
პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას,
მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების
დამყარებას
(აღნიშნული მიმართულების
შეფასდება მოხდება სასკოლო საზოგადოების გამოკითხვით)
კრიტერიუმი
|
აღწერა |
პროფესიული
საჭიროებების იდენტიფიცირების ინსტრუმენტები |
აპლიკანტი
ასაბუთებს და აანალიზებს პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული
მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ვალიდურობას. |
საკუთარ
პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა |
აპლიკანტის
მიერ გამოკვეთილი პროფესიული საჭიროებები
ეფუძნება მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
პროფესიული განვითარების ღონისძიებები პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს. დასტურდება
განვითარების ღონისძიებების განხორციელება და მიღწეული შედეგების ობიექტური შეფასება.
|
კოლეგის/კოლეგების მხარდაჭერა პროფესიული განვითარების
პროცესში |
საკუთარი
პროფესიული განვითარების გამოცდილების საფუძველზე, აპლიკანტი უზიარებს კოლეგებს პროფესიული საჭიროებების
იდენტიფიცირების ვალიდურ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და ეხმარება პროფესიული საჭიროებების სწორად გამოკვეთაში, კონსულტაციას უწევს საჭიროების შესაბამისი პროფესიული
განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მიღწეული შედეგების შეფასების
პროცესში. აპლიკანტის მიერ გაცემული უკუკავშირი
აკმაყოფილებს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მახასიათებლებს. |
სკოლის დონეზე მასწავლებელთა
პროფესიული საჭიროებების გაანალიზება |
აპლიკანტი
აანალიზებს სკოლის დონეზე გამოკვეთილ, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების საჭიროებებს და გამოყოფს პრიორიტეტულ გასაუმჯობესებელ მიმართულებებს. არსებული რესურსების გათვალისწინებით,
|
|
მონაწილეობს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის შექმნის, განხორციელებისა და მონიტორინგის
პროცესში. |
საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების
მიზნით, განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება |
აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის საერთაშორისო, თანამედროვე,
ინოვაციური და სანდო. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება
დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების
მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის
ეფექტიანობა. აპლიკანტის პრაქტიკული
საქმიანობით დასტურდება მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა
აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების
დანერგვას და რეგიონული/ეროვნული მასშტაბით გაზიარებას. |
მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობა |
მასწავლებელს
მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან აქვს პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა. მასწავლებელი, თითოეული მოსწავლის
საჭირებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ეფექტიანად თანამშრომლობს მშობლებთან/მოსწავლის
კანონიერ წარმომადგენლებთან, სისტემატურად |
|
აწვდის მათ მოსწავლის
განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს, უზრუნველყოფს მშობელსა და სკოლას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარებას. მასწავლებელი კარგად
იცნობს ყოველი მოსწავლის პიროვნებას, მის შესაძლებლობებს და ცდილობს, ამის გათვალისწინებით
ააგოს მასთან ურთიერთობა (მათ შორის, განსხვავებული კულტურის, სქესისა თუ საჭიროებების
მქონე მოსწავლეების) მიმართ. მასწავლებელი მუდმივად ამჟღავნებს მაღალ მოლოდინებს
თითოეული მოსწავლის მიმართ. მასწავლებლის
მხრიდან წახალისებულია განსხვავებული აზრის გამოხატვა და გამოთქმული მოსაზრების პატივისცემა.
სასწავლო გარემო სრულად უწყობს ხელს თითოეული მოსწავლის ჩართვას საგანმანათლებლო
პროცესში. |
No comments:
Post a Comment