სტრატეგიული განვითარების გეგმა

 


 სტრატეგიული განვითარების გეგმა


 

 

 

 

 


 

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

2016 წელი

          

 

 

სარჩევი

სკოლის  მიმოხილვა. 2

მომავლის ხედვა. 7

მისია. 8

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტიას სოფელ დიდი ჯიხაიშის #1  საჯარო სკოლის სტრატეგია. 10

ამოცანები და ქვეამოცანები. 20

რისკები. 21

სასწავლო პროცესის შეფასების ფორმები: 33

საფრთხე. 33

შესაძლებლობები. 34

სისუსტეები. 34

კონკურენტთა ანალიზი. 36

სტრატეგიული მიზნებისათვის მისაღწევი საჭირო რესურსები. 37

სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: 38

ფინანსური რესურსები. 39

სტრატეგია. 40

სკოლის მისია. 44

 

 

შესავალი:

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2016-2022 წწ) სტრატეგიული გეგმა

მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.  

 

სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2016-2022 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა  სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით.

 

სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას.

 

სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას.

 

 

სკოლის  მიმოხილვა

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა,ზოგადი განათლების  შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა.  სკოლის დაარსების თარიღად ითვლება 1873 ელი, 2006 წლის 15 მარტის 191-ე ბრძანებით დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლას შეუერთდა ყაზბეგის #2 საბაზო სკოლა. სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 

 

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა:

               ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის;

               ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთაა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას.

 

               საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.  

               საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.  

               საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა- ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

               სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში. 

               დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლადსაჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

 

 

 

 

               სკოლა უფლებამისილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

) სესხის აღება;

) თავდებობა;

) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

               „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.  

               საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გახორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

               ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულება აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა.

               სკოლას უფლება არ აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.  

               სკოლის           მიმდინარე      ხარჯების        დაფინანსება   ხორციელდება           საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით.

               სკოლის კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.  

               სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანოთ, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

               სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.  

               სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქამიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

               დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

               დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

               სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიიდებელი აუდიტორი.

               სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტრო,  კანონით გათვალისწინებული წესით. სახელწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის, და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  

               მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. სკოლამ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით.

სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.  

 

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ და საფინანსო კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომავლის ხედვა

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

მისია

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის მისიაა სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლების სტანდარტების შემუშავება, მათი უზრუნველყოფისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა. ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღირებულებები

 

განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:

                     ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება;

                     ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;

                     ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება;

                     ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;

                     ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა;


      ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას;

      ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი;

       ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას

 

 

 

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტიას სოფელ დიდი ჯიხაიშის #1  საჯარო სკოლის სტრატეგია

 

 

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა ხდება განვლილი წლის ანალიზის საფუძველზე და განახლდება  არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ამოცანები და ქვეამოცანები

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:

1.1.1. სასკოლო სასწავლო გეგმა უპასუხებს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებს, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს და საშუალებას მისცემს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები; 

1.1.1.1. სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას ექნება სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;  1.1.2. სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის იქნება გამჭვირვალე და ცნობილი სასკოლო საზოგადოებისათვის; შეფასების შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;  1.1.3. შემუშავდება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;               

1.1.4. სკოლა შეიმუშავებს და საჭიროების გათვალისიწინებით განაახლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის წესდებას, შინაგანაწესს ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველ სხვა დოკუმენტებს; 

1.1.5. დაწესებულება მოახდენს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვას. 

1.1.6. სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო საზოგადოების ჩართულობა. მოსალოდნელი შედეგები

 

 

 

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;    სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები;

      საგანმანათლებლო დაწესებულებები;

      განათლების სფეროს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები;

      ქართული და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

სტრატეგიული მიზანი 2

სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული  შესაბამისი მატერიალური რესურსით.

ამოცანები და ქვეამოცანები

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:                                        

1.2.1. ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი გარემოს მოწყობა (სპორტული

დარბაზი/აუზი/მოედანი;                                                                                                            

1.2.2 ლაბორატორია/ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვა; 

1.2.3. საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემოს უზრუნველყოფა: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;  1.2.4. სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკის, სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით, განახლება და განვითარება; 

1.2.5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის გარემოს ადაპტირება; 

1.2.6. სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განახლება/განვითარება. მუდმივი ინტერნეტით უზრუნველყოფილი  კომპიუტერების განახლება. ოფიციალური Faceebook გვერდის განვითარება;

1.2.7. სკოლის მისიიდან გამომდინარე, ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გაითვალისწინებს რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;

 1.2.8. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრების შესაბამისობის უზრუნველყოფა  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს რეკომენდაციებთან.

1.2.9. ეფექტური, მზრუნველი და მოსწავლეებისათვის მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; 

1.2.10. სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის საზოგადოების მრავალფეროვანი რესურსის ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა. 

1.2.11. საკლასო ოთახების სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით აღჭურვა.      

მოსალოდნელი შედეგები

 

დასახული მიზნის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდეგი შედეგები მიიღწევა:

 

               სასწავლო პროცესის უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული  შესაბამისი მატერიალური რესურსით.

 

ძირითადი რისკები

 

რისკები, რომლებიც წარმოდგენენ ხელშემშლელ ფაქტორებს სტრატეგიული მიზნის მიღწევის პროცესში, შემდეგია:

 

               საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება.

 

 

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:

1.3.1. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვა; 

1.3.2. თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმით უზრუნველყოფა; 

1.3.3. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებით უზრუნველყოფა; 

1.3.4. წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებით უზრუნველყოფა;  1.3.5. სკოლის უსაფრთხოების კამერებით აღჭურვა, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟებისექსპლუატაციის წესებს; 

1.3.6. სკოლაშო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა; 

1.3.7. სკოლის ყველა მოსწავლეზე,  სკოლაში მომუშავე  პერსონალსა და მშობლებზე მორგებული კრიზისის მართვის პოლიტიკის შემუშავება.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

დასახული მიზნის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდეგი შედეგები მიიღწევა:

 

პერსონალის, მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

 

სტრატეგიული მიმართულება

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების  გაძლიერებული სწავლების მქონე სკოლის სტატუსის მიღება და ავტორიზაცია/აკრედიტაციის გავლა; სტრატეგიული მიზანი 1

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგანმანთლებლო პროგრამისთან, მიზნისა და სწავლის შედეგების შესაბამისობა.

ამოცანები და ქვეამოცანები

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:

2.1.1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, დაწესებულების მისიაში ასახული საერთო პრინციპებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო  საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, გაითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის გზებს;

2.1.2. ზუსტი და საბუნებისმეტყველო  საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების შესაბამისი საფეხურისთვის უზრუნველყოფს ინოვაციური მიდგომების, მათ შორის თანამედროვე პროგრამებისა და ტექნოლოგიების, ვირტუალური და ნახევრად ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებას; 

2.1.3.ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისათვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მისცემს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას; 2.1.4. საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიების აღჭურვა და შესაბამისი გარემოს მოწყობა;

2.1.5. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლების მქონე სკოლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი ადამიანური რესურსის განვითარება/მოძიება.

2.1.6. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლების მქონე სკოლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მოსალოდნელი შედეგები

 

 

დასახული მიზნების მიღწევაში შესაძლო გარე პარტნიორებად მოიაზრებიან:     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

 

 3.1.3. გამჭოლი კომპეტენციებისა (წიგნიერება, მედიაწიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები, ეკოლოგია და სხვა) და პრიორიტეტების( მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, და სხვა) განვითარების ხელშეწყობა; 

3.1.4. მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარერის დაგეგმვის ხელშეწყობა; 

3.1.5. თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებების გათვალისწინება.

3.1.6. მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებისათვის საჭირო  კონსულტაცითა და დახმარებით უქრუნველყოფა;

3.1.7. მოსწავლეების მიერ მათი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე წარმატებების მიღწევის ხელშეწყობა;

3.1.8. სკოლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებისა და მოსწავლეთა მიღწევების წახალისების ხელშეწყობა, მათთვის თვითრეალიზების საშუალების მიცემა.

3.1.9. სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, სკოლაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობისა და ხარისხის, მოსწავლეთა საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

3.1.10. მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების შემუშავება.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

დასახული მიზნის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდეგი შედეგები მიიღწევა:

 

              გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების ხარისხი და მოსწავლეთა შედეგები. ძირითადი რისკები

 

              ქართული და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. სტრატეგიული მიზანი 2

 

              სკოლაში დასაქმებული ადამიანები განვითარდებიან პროფესიულად. ძირითადი რისკები

 

 

 

სტრატეგიული მიზანი 3

სასწავლო პროცესის მართვა

 

ამოცანები და ქვეამოცანები

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:

3.3.1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება; 

3.3.2. სასკოლო სასწავლო გეგმაში  საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების და მათი შესაძლო გავლენის გათვალისწინება მოსწავლეთა მიღწევებზე; 

3.3.3. სკოლაში თითოეული მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინის დასახვა და  მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების სტრატეგიების  გამოყენება;

3.3.4. სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი შეფასების უზრუნველყოფა მათი გაუმჯობესების მიზნით;

3.3.5. სწავლების თანამედროვე სტრატეგიების, მეთოდებისა და რესურსების გამოყენება;

3.3.6. სკოლის დირექცია და მასწავლებლები გაიაზრებენ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხედვას და პასუხისმგებლობას.

3.3.7. სკოლა უზრუნველყოფს დაგეგმილი სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას და  დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას;

3.3.8. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მორგებულია ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეების ჯგუფების და მთელი კლასის საჭიროებებზე;

3.3.9. მოსწავლის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

3.3.10. მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფს მოსწავლის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.

 რისკები

      დაფინანსები ცვლილება;

      მოსწავლეთა მოძრაობა;

      ეკონომიკური მდგომარეობა;

 

 

      განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება;

      სკოლაში დასაქმებულ კადრებში დაუგეგმავი ცვლილებები;     დაფინანსები ცვლილება;

      ეკონომიკური მდგომარეობა;

 

 ადამიანური რესურსების მართვა

4.2.1. სკოლის თანამშრომლების შერჩევა ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;  4.2.2. თანამშრომელთა შერჩევა, მიღება და გათავისუფლება, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემის შემუშავება და წახალისება; 

4.2.3. მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება; 

4.2.4. ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება;

4.2.5. დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს,

4.2.5. დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს, თანამშრომლობითი კულტურის ზრდის ხელშეწყობა, რაც დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენაზე, პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე.

4.2.6. სხვადასხვა ორგანიზაციასთან  თანამშრომლობა სკოლის ინტერესების სასარგებლოდ;  

4.2.7.  სხვადასხვა საგანმანათებლო დაწესებულებებთან გამოცდილებისა  და მიღწევების გაზიარების მიზნით თანამშრომლობა.

4.2.8. ცნობადობისა და ბრენდ ლოიალურობის გაზრდის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, რაც მოიაზრებს სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას, მათ შორის შესაბამისი ადამიანური რესურსის მოძიებას და განვითარებას.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

დასახული მიზნის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდეგი შედეგები მიიღწევა:

 

      ადამიანური რესურსების მართვა მოხდება წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული წესების მიხედვით.

 

ძირითადი რისკები

 

რისკები, რომლებიც წარმოდგენენ ხელშემშლელ ფაქტორებს სტრატეგიული მიზნის მიღწევის პროცესში, შემდეგია:

 

      საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

ანგარიშვალდებულების წარმოება ხარისხიანად წინასწარ დადგენილ ვადებში. ამოცანები და ქვეამოცანები

დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრული იქნა შემდეგი ამოცანები და ქვეამოცანები:

 

 

 

      განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება;

      სკოლაში დასაქმებულ კადრებში დაუგეგმავი ცვლილებები;     დაფინანსები ცვლილება;

      ეკონომიკური მდგომარეობა;

და მონიტორინგი.

4.4.2. დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება.

მოსალოდნელი შედეგები

 

დასახული მიზნის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდეგი შედეგები მიიღწევა:

 

 

დასახული მიზნების მიღწევაში შესაძლო გარე პარტნიორებად მოიაზრებიან:    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

 

 

 

 

 

 

 

(2)    განსაზღვრავს  იმ  სუსტ მხარეებს,  რომლებიც უნდა  გამოსწორდეს, რათა  მისიაში  მოცემულ მიზნებს  მივაღწიოთ;

 

(3)    ადგენს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აქამდე გამოუყენებელი დარჩა ან  რისი

უკეთესად გამოყენება მომავალში  შესაძლებელია;

 

(4)    აღმოაჩენს იმ საფრთხეებს, რომელთა  თავიდან აცილება დროულად უნდა  მოხდეს

 სიძლიერე :

 

შინაგანაწესი

 

სკოლას შემუშავებული აქვს შრომის, სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოვალეობებისა და სკოლის შიგნით მოქმედი სპეციალური წესების სამართლებრივი რეგულირების შინაგანაწესი. შინაგანაწესით განისაზღვრება შემდეგი ძირითადი საკითხები:                                                                                  ა)   სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;                                                                          

ბ)  შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;                                                                                                                         

გ) შრომითი ურთიერთობის პირობები;                                                                                                                              

დ)  შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;                                                                                         

ე)  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;                                                                                                    

ვ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;                                                            

ზ)  მოსწავლეების ვალდებულებები, წახალისების სისტემა, დისციპლინური გადაცდომა და

შესაბამისი სახდელი;                                                                                                                                             

თ) მატერიალური პასუხისმგებლობა;                                                                                                                                 

ი) მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის, კლასებში მოსწავლეთა გადანაწილების და სკოლიდან

გადაყვანის პირობები;                                                                                                                                           

კ) შრომის  პირობების დაცვის წესები;                                                                                                                                ლ) განცხადების/საჩივრის განხილვა;    

მ) სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის ფორმები და  მექანიზმები;                                                  

ნ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და სკოლის უფლება-მოვალეობანი;                 

ო) დასკვნითი დებულებანი;                                                                                                                          პ) შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები.

სასკოლო საზოგადოების ჩართულობით სკოლაში შექმნილია პოზიტიური, წამახალისებელი ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებს მოსწონთ და უფრთხილდებიან მას. სკოლაში შემოსული ნებისმიერ ადამიანი აღნიშნავს ამას. მშობლები სკოლის შერჩევისას ერთ-ერთ ფაქტორად, სწორედ ამას ასახელებენ. სკოლა  აღჭურვილია  საინფორმაციო  ლაბორატორით, ბიბლიოთეკით, ღია და დახურული სპორტული მოედნებითა და უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოთი.  

 

სკოლაში გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭიროებათა კვლევაზე დაფუძნებული შედეგების გათვალისწინებით. სკოლაში ადამინიტრაციის წარმომადგენლებს აქვთ შესაბამისი კომპეტენციები თავად ჩაატარონ პრაქტიკული კვლევები და გაუწიონ დახმარება სხვა თანამშრომლებს აწარმოონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა.

 

სკოლაში პრიორიტეტია თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდები და პროგრამები. თანხების მობილიზება და ხარჯვა ხდება სწორედ ამ მიმართულებით. შედეგად, სასწავლო პროცესი არის 21-ე საუკუნის მოსწავლის საჭოროებებზე და უნარებზე მორგებული. იგი ემსახურება კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდა-განათლებას. 

 

სკოლაში შემუშავებულია და დანერგილია ქცევის წესები. შინაგანაწესის დარღვევები მინიმალურია. არ რჩება რეაგირების გარეშე არც ერთი გადაცდომა. შემუშავებულია და დანერგილია პრევენციული ღონისძიებები.

 

სკოლაში დამკვიდრებულია თანამშრომლობითი კულტურა, რაც ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას, სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს და პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას. თანამშრომლობითი კულტურა ხელს გვიწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფორმების ეფქტურ და ეფექტიან გამოყენებას;

 

სკოლას აქვს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასკოლო სასწავლო პროგრამები. მოსწავლეები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ განათლებას. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია იმგვარად, რომ მოსწავლე უზრუნველყოს ზოგადი ცოდნით, განუვითაროს წერითი კომუნიკაციის,

 

სკოლაში კათედრები და ადმინისტრაცია, მასწავლებლეთა საჭიროებების მიხედვით გეგმავს და ახორციელებს პროფესიული განვითარების ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ მასწავლებლის სახლის დახმარებას.

 

შემუშავებულია ბიბლიოთეკარის სტანდარტი და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები. ბიბლიოთეკა მდიდარია წიგნადი ფონდით. მუშაობს სამკითხველო. წიგნების შეძენა ხორციელდება ისგ-ს საჭიროებიდან გამომდინარე კათედრის ხელმძღვანელების რეკომენდაციების საფუძველზე. 

 

სკოლაშ შემუშავებულია სასწავლო პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის ფორმები და  მექანიზმები:

სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;

1. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგ ფორმებს:

ა)  მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა ფორმით, სადიაგნოსტიკო ტესტი, ინტეგრირებული წერა, და სხვ.

ბ) სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, გამოყენებული აქტივობების/მეთოდების, შედეგების და ა.შ. კათედრის სხდომაზე განხილვა. 

გ) სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, დირექციისა და მშობლების ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.

დ) გაკვეთილზე დასწრება (წინასწარი შეთანხმებით) და გაკვეთილის კრიტიკულკონსტრუქციული ანალიზი.

ე) გაკვეთილზე დასწრება (წინასწარი შეთანხმების გარეშე) და გაკვეთილის კრიტიკულკონსტრუქციული ანალიზი.

ვ) სასწავლო პროცესის სხვადასხვა მიმართულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად კვლევების, მათ შორის პრაქტიკული კვლევების, ჩატარება;

ზ) შემაჯამებელი სამუშაოების ტიპების და საკითხების მუდმივი მონიტორინგი;

თ) მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების შექმნისა და გამოყენების მუდმივი მონიტორინგი;

ი)კონკრეტული მოსწავლეების (უპირველეს ყოვლისა, იგულისხმებიან ის  მოსწავლეები, რომლებიც დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და რეალური საფრთხის წინაშე დგანან, რომ არ ექნებათ დადებითი შეფასება) საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული გეგმის შემუშავება (საგნის მასწავლებლის, დამრიგებლის და მშობლის ჩართულობით) და ამ გეგმის განხორციელების მუდმივი მონიტორინგი;

კ)მოსწავლეთა უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი (მონაცემთა შეგროვების მეთოდები:

გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი და სხვ.);

ლ) მშობელთა უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი (მონაცემთა შეგროვების მეთოდები: გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი და სხვ.);

მ)სკოლაში დასაქმებულ პირთა პროფესიული საჭიროებების დადგენა, მისი ანალიზი და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება.

ნ)სკოლაში დასაქმებულ პირთა მხრიდან შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნისამებრ.

ო) SWOT ანალიზი;

პ) სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პირთა ჯგუფის მიერ .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესის შეფასების ფორმები:

1.            სკოლის დირექცია სამოქმედო და სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს: მოსწავლის ცოდნის შეფასების/თვითშეფასების ფორმას;

სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ, სდანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების შუალედური და ფინალური ანალიზის ფორმას; დასაქმებულ პირთა შეფასების/თვითშეფასების ფორმას;

მოსწავლეზე, მასწავლებელზე და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებზე დაკვირვების, რაც გულისხმობს შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულების, მასწავლებლის პროფესიული სდანდარტის, ეთიკის კოდექსის, დირექტორის ბრძანების და სხვა შესრულებას და ხარისხის მონიტორინგის ფორმას; შეფასების შედეგების დემონსტრირების წესს, სიხშირეს, მახასიათებლებისა და გაზომვადი მაჩვენებლების ფორმას.

2.            სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მართვას, მონიტორინგს, შეფასებას ახორციელებს სკოლის დირექცია ან დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი/ჯგუფი.

3.            აღნიშნული აქტივობები დეტალურად გაწერილია ერთწლიან სამოქმედო გეგმაში.

 

სკოლა კატასტროფების რისკის მართვის საპილოტე პროგრამაშია ჩართული. შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. შექმნილია შტაბი და გადამზადებულია კადრები. გააზრებული გვაქვს კრიზისების მართვის არსი და მიმდინარეობს კრიზისების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა.

სკოლაში შემუშავებულია და დანერგილია თანამშრომელთა შერჩევის წესი. მაქსიმალურად ვცდილობთ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებას და არსებულის განვითარებას.

 

 

საფრთხე

სკოლისთვის საფრთხეა მის მახლობლად ახალი კერძო სკოლის გახსნა. ასეთ შემთხვევაში შესაძოა მოხდეს მოსწავლეთა გადინება. ვინაიდან ადგილმდებარეობა ჩვენი საფრთხეა, შესაბამისად სკოლასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოშლა. კატასტროფების მაღალი რისკი შეიძლება ჩვენთვის აღმოჩნდეს საფრთხე და შევეცდებით ეს რისკი ვმართოთ იმ ცოდნის და უნარების გამოყენებით, რომელსაც ვიღებთ საპილოტე პროგრამის ფარგლებში.

იმ შემთხვევაშ თუ შეიცვლება კანონმდებლობა  იმგვარად, რომ მოხდება სკოლების ცენტრალიზაცია, ეს შეიძება ჩვენთვის საფრთხე აღმოჩნდეს. 

 

ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, დემოგრაფია შესაძლებელია საფრთხე აღმოჩნდეს. 

გლობალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და არაპროგნოზირებად გარემოში საქმიანობა, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის რისკია, თუმცა სამოქმედო გეგმის რეალისტური, ოპტიმისტური, პესიმისტური სცენარით გათვლა, რისკების მართვის საშუალებას მოგვცემს.

 

 

შესაძლებლობები

 

დევნილთა კომპაქტური ჩასახლება ჩვენი სკოლისთვის შესაძლებლობაა მოვიზიდოთ მეტი ბავშვი. ასევე ჩინური კვარტალის მშენებლობა შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის დასაქმდნენ, რადგან ჩვენი სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ვთავაზობთ ჩინური ენის შესწავლას.

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა საშალებას გვაძლევს მოსწავლეებმა გამოიყენონ მათი ბაზები. 

უნივერსიტეტში მიღების წესის შეცვლა ჩვენი მოსწავლეებისთვის გახდება შესაძლებლობა, რადგან ჩვენი სკოლა მაქსიმალრად ორიენტირებულია დასავლური განათლების პრინციპებზე. ჩვენი მოსწავლეები ჩართულები თანამშრომლობენ წითელ ჯვართან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს მეტად განივითარონ სოციალური უნარები.

 

სისუსტეები

 

ისევე როგორც სხვა სკოლებში, ჩვენთანაც პრობლემაა მშობელთა ჩართულობა, სსსმ მოსწავლეებისთვის სათანადო სასწავლო -სააღმზრდელო პროგრამა და ინფრასტრუქტურის არქონა; სასურველია, რომ სკოლას უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჰქონდეს. სკოლას არ ჰყავს დამხმარე პერსონალი ისეთი რაოდენობით, რაც აუცილებელია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე გასასვლელად.

ჩვენი პრობლემაა მოსწავლეთა ოჯახების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც აისახება კიდეც მათი განვითარების უახლოეს ზონაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა სკოლის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ეს საკითხი მაინც რჩება სკოლის სუსტ მხარედ.

 

 

 

სიპ ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა თანამშრომლობს სხვა საჯარო სკოლებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის მიერ დაფუძნებულ ცენტრებთან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან და სხვა), სახელმწიფო უწყებებთან - ფინანსთა სამინისტროსთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა.

 

გარე პარტნიორებს (ბიზნეს სექტორი, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები/ასოციაციები და სამოქალაქო საზოგადოება) სკოლა განიხილავს როგორც შუამავალს მათსა და სკოლის ბენეფიციარებს შორის. ხოლო მედია ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის გავრცელებას. სამოქალაქო საზოგადოება მოიაზრება როგორც სკოლის მნიშვნელოვანი პარტნიორი სკოლის სტრატეგიის ფორმირების პროცესში.

 

სსიპ  სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა მიზნად ისახავს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას. ამ მიზნით სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, სახელმწიფო უწყებებთან, უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ადგილი უკავია სკოლისა და განათლების სფეროში მომუშავე იმ საერთაშორისო ქსელებთან (ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, გაეროს ბავშთა ფონდი(UNICEF)გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და ევროპის კავშირის პროექტებთან (Erasmus Mundus, TEMPUS) კავშირებს, რომლებსაც სტრატეგიის დანერგვისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის პროცესში, იგი განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს.

 

 

 

 

 

 

კონკურენტთა ანალიზი

 

სკოლის სტრატეგიის განვითარებისა და მისი მიზნების მისაღწევად ძირითად კომპონენტს წარმოადგენს კონკურენტული გარემოს შესწავლა და მისი გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. გარდა ამისა, სკოლა წარმატებულია მაშინ, როდესაც მას აქვს კარგად შემუშავებული სტრატეგიული გეგმა. ეს პროცესი მას საშუალებას აძლევს ზუსტად და მიზნობრივად გათვალოს მისი პირდაპირი კონკურენტების რაოდენობა და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი საფრთხეები. იმისათვის, რომ შეიქმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, საჭიროა შეისწავლილ იქნას კონკურენტი სკოლები, განისაზღვროს მათი სტრატეგია და აქტივობები, რომელიც მას პირდაპირ კონკურენციას უწევს. აგრეთვე,

 

ობიექტურად შეაფასონ საკუთარი პოზიცია, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, და სხვა რელევანტური ინფორმაცია.

 

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლა ბაზარზე იკავებს მნიშვნელოვან და კონკურენტუნარიან პოზიციას, რაც გამოწვეულია, მისი მრავალმხრივი, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი და მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროცესითა და სხვა აქტივობებით. გარდა ამისა,

 

სკოლასა   გააჩნია  კარგად გაწერილი სკოლის შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა, განხორციელებული საქმიანობის შეფასების  კრიტერიუმები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მიზნის მიღწევის რელევანტურობას. გარდა ამისა, საკუთარი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის რაოდენობრივი შეფასება შესაძლებლობას გვაძლევს მიზნობრივად შევაფასოთ კონკურენტი სკოლების სამოქმედო გეგმა დამოვახდინოთ მისი ანალიზი.

 

 

 

 

 

 

 

მუდმივი გეგმები საჭიროა განმეორებადი მიზნებისა და სამუშაო დავალებების კოორდინაციისათვის, დასახული ქმედებების მართვისათვის და დროის დათქმულ პერიოდში სამუშაოს განხორციელებისათვის.   

 

 

სტრატეგიული მიზნებისათვის მისაღწევი საჭირო რესურსები

 

სასწავლო პროგრამები

 

სკოლის მისია, მიზნები და განხორციელების გზები შეესაბამება სკოლის განვითარების სტრატეგიას.  

 

ბიბლიოთეკა- ბიბლიოთეკა მოსწავლეებს და თანამშრომლებს სთავაზობს სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის კოლექციას, ასევე ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალებს, ბიბლიოთეკაში მოიპოვება 4-მდე წიგნი, 6 ადგილიანი სამკითხველო დარბაზი რომელიც  აღჭურვილია კომპიუტერით.

 

სკოლის ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. ბიბლიოთეკის განვითარება მოიცავს არსებული ფართის კიდევ უფრო კეთილმოწყობას და დამატებითი სასწავლო-სამეცნიერო წიგნების კოლექციის გამდიდრებას. ბიბლიოთეკის ეფექტური გამოყენება მოიცავს მოსწავლეების უახლესი საგანმანათლებლო მასალით მომარაგებას, რაც მათ დაეხმარება როგორც საჭირო თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, ასევე უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.

 

 

ლაბორატორიები- სკოლა  აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უახლესი ლაბორატორიებით.   ყველა მოსწავლე, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, გადის პრაქტიკულ  სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რესურსის გამოყენებას. ლაბორატორიებში მუშაობა მოსწავლეებს ეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც ხელს  უწყობს  შესწავლილი  პროგრამის გაღრმავებასა და  მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას. სწორედ, თეორიული  ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოების  სინთეზის  საფუძველზე,  სსიპ ქალაქ თბილისის #82 საჯარო სკოლა გახდა ლიდერი საჯარო სკოლებში ინოვაციური სწავლა-სწავლების მიდგომებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები:

 

 

 

           ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის ლაბორატორია  

 

 

           კომპიუტერული ლაბორატორია

 

ლაბორატორიების სამომავლო განვითარების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სკოლის საჭირო ტექნიკით აღჭურვას, რაც გაუადვილებს მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გაღრმავებას.

 

სპორტული მოედნები - სკოლის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ განვითარებას. ღია სპორტული მოედნები, სადაც სკოლის სპორტული აქტივობები ტარდება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იმისათვის რომ სპორტული მოედნები მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული და არ მოხდეს მათი უქმად მოცდენა, გარდა იმ საათებისა, როდესაც მოედანი ეთმობა სკოლის მოსწავლეების სპორტულ აქტივობებს. სკოლას ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი  რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას(ორივე სკოლაში)

 

 

სამედიცინო ოთახი- რომელიც ემსახურება სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს.  ექიმი ნებისმიერ მსურველს უწევს კონსულტაციასა და საჭირო სამედიცინო დახმარებას.

 

რესურს ოთახი- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისთვის შექმნილი გარემო, სადაც მოსწავლეები იღებენ საკუთარ საჭიროებაზე მორგებულ მომსახურეობას.

 

 

 

 

 

 

 

ფინანსური რესურსები

 

 

სკოლა ზრუნავს თანამშრომლებისა და მოსწავლეთა კმაყოფილების დონის გაუმჯობესებაზე. ვცდილობთ შევქმნათ და შევინარჩუნოთ კომფორტული, ჯანსაღი  გარემო.

 

სკოლა ცდილობს გააღრმავოს და წარმოაჩინოს მის სივრცეში მოღვაწე ტალანტები.

 

სკოლაში მოქმედებს თანამშრომელთა მიღების, წახალისების, განხორციელებული მუშაობის მონიტორინგის          ობიექტური    მექანიზმები. სკოლაში         დასაქმებულია           საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი.

 

სკოლა:

 

ü     ზრუნავს მოსწავლეების და თანამშრომლების კმაყოფილების დონის შენარჩუნებაზე;  

 

ü     ცდილობს შეუქმნას კომფორტული, ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო მის სივრცეში მოღვაწე პიროვნებებს;  

 

ü     ეხმარება თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში, ასევე მის სივრცეში შანსს აძლევს სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა;  

 

ü     აფინანსებს მოსწავლეების მიერ შემუშავებულ პროექტებს;  

 

ü     აწყობს საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებით ღონისძიებბს, რომ გამყარდეს ურთიერთობა, როგორც თანამშრომლებს ასევე მოსწავლეებს შორის.  

 

ü     სკოლაში დირექცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით;  

 

 

სტრატეგია

 

სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა გრძელვადიან ამოცანას წარმოადგენს       საზოგადოების ცნობიერებაში            სკოლის,          როგორც          ხელმისაწვდომი         და ხარისხიანი განათლების   მომწოდებული          ზოგადსაგანმანათლებლო     დაწესებულების რეპუტაციის დამკვიდრება.            მისი    იდენტიფიცირება      უნდა   ხდებოდეს      პოტენციურ მომხმარებლებში, როგორც სასწავლო დაწესებულება, რომელიც აწვდის უფრო მეტს, ვიდრე ხარისხიანი განათლებაა. 

სკოლა აცხადებს პრეტენზიას 21-ე საუკუნის უნარებზე ორიენტირებულ განათლებაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არის უპირველესი გზამკვლევი წარმატებული მომავლისკენ. სწორედ ამ მიზნით იქნა შერჩეული სლოგანი - „თანადროული განათლების სკოლა“ და მომდევნო წლების განმავლობაში იგი არ შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                     სასწავლო პროცესში დისტანციური დახმარების პლატფორმა.

  სეგმენტირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის არხები:

 

 

პირდაპირი მომხმარებლები: მოსწავლეები, თანამშრომლები,  

 

არაპირდაპირი მომხმარებლები: სკოლის მოსწავლეთა მშობლები, ბაღის დირექტორები და პედაგოგები, სამეწარმეო თუ არასამეწარმეო ორგანიზაციები და კურსდამთავრებულები.

 

ძირითადი სამარკეტინგო კომუნიკაციის არხები:

 

 

ელექტრონული საინფორმაციო ბაზა;

 

სოციალური      ქსელის      მეშვეობით      სკოლა      გაავრცელებს      საჭირო       ინფორმაციას

ღონისძიებებთან,     საგანმანათლებლო    პროგრამებთან    და    სტუდენტურ    აქტივობებთან

 

დაკავშირებით, როგორც სტუდენტებში, ისე კურსდამთავრებულთა შორის.

 

 

მეილები, სატელეფონო კავშირი, SMS ინფორმაცია;

 

მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ცენტრალური საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, სადაც მოცემულია თითოეული პირის საკონტაქტო ინფორმაცია, გავრცელდება ყველა

 

საჭირო სიახლე მოსწავლეთა მოსაზიდად.

 

რეგულარულად აღსანიშნავი ღონისძიებები (ახალი წელი, დამოუკიდებობის დღე,

შემოდგომის გაცილება, საზაფხულო ფესტივალი, დამამთავრებელი ცერემონიალი,

 

პირველკლასელთა დახვედრა, ბავშვთა დაცვის დღე  და სხვა);

 

აღნიშნული შეხვედრები იმართება რეგულარულად (წელიწადში ერთხელ) და იგი ხელს უწყობს საბავშვო ბაღების დირექტორებს, კურსდამთავრებულთა და მოსწავლეთა შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. 

 

კორპორაციული ღონისძიებები 

 

სკოლის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის გამოიყენება მასობრივი კომუნიკაციის არხები.

 

Ø

სოციალური ქსელებისა თანამედროვე ონლაინ ტექნოლოგიები,

 

სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს

 

ინტერნეტ სივრცეში. სოციალური ქსელები მიზნად ისახავს მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის დროულ გავრცელებასა და მიწოდებას. აგრეთვე, ძიების ოპტიმიზაციის მეშვეობით, გაიზრდება სკოლის  ცნობადობა .

 

 

ინტელექტუალური შეჯიბრი, ოლიმპიადები, სპორტული ტურნირები,

 

 

სასწავლო პროცესის პარალულურად, მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული, საგანმანათლებლო თუ გასართობი ღონისძიებები. მოსწავლეთა მოსაზიდად ხშირად გამოიყენება აღნიშნული ტექნიკა, რომელიც სასკოლო

ცხოვრებას უფრო ნათლად წარმოაჩენს. თანამშრომელთა შორის გუნდური მუშაობის

  განვითარებისათვის, გაიმართება სხვადასხვა სპორტული და განსატვირთი ღონისძიებები.

Ø

ღია კარის დღეები; მოსწავლეთა და მშობელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი

 

საკომუნიკაციო არხი

Ø      სემინარები, კონფერენციები და პროექტის პრეზენტაციები.

იმართება სხვადასხვა კონფერენციები, სემინარები და პროექტის პრეზენტაციები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ვერბალური და წერითი უნარების განვითარებას, ასევე ანალიტიკურ

 

აზროვნებასა და ფართო საზოგადოებსთან ურთიერთობას.

 

 

 

 

 

 

 


სკოლის მისია და სტრატეგიული გეგმა

         სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაისის #1 საჯარო სკოლის მისიაა სკოლაში უსაფრთხო მრავლისმომცემი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება საშუალება გაეზარდოს აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის მქონე თავისუფალ შემომქმედ პიროვნებად.რომელსაც ექნება უნარი არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობის გრძნობით და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მომავალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში.

2016

2017

2018

2019

2020

2021

2022

პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა

სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა

სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

სწავლების ხარისხის ამაღლება

მშობლებთან და თემთან მუშაობის ხარისხის ამაღლება

ახალი სკოლის მოდელის დანერგავა

მზადება  სკოლის ავტორიზაციისათვის

1.        ტრენინგების გავლა

Ø  დირექტორის

Ø  ფასილიტატორების

Ø  შეფასების ჯგუფის წევრების

2.        პედაგოგებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

-გეგმის შედგენა

 

-ვიდეო თვალის დაყენება

 

·          მასწავლებლებისა და მორიგეობის სრულყოფა

 

·          ადამიანის და ბავშვის უფლებების გაცნობა სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით

 

·          იურისტებთან და პოლიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა

 

·          ფსიქოლოგების მოწვევა მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით

 

·          ეზოს დაცულობის უზრუნველყოფა

o    სპორტული მოედნებისა და დარბაზების კეთილმოწყობა

o    გათბობის სისტემის მოწესრიგება

o    სკოლის წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მოწესრიგება

o    ღობის რეკონსტრუქცია

-პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში მეორე საფეხურზე გადასვლის დამთავრება  და მუდმივი მზრუნველობა მომდევნო საფეხურზე გადასვლისათვის

 

- ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და აქტიური გამოყენება სწავლის პერიოდში

- აქტიური მონაწილეობა მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

-პედაგოგთა სამეცნიერო მუშაობის წახალისება, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით

-სასწავლო ექსკურსიების, პრეზენტაციების და კონფერენციების ჩატარება

-ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება განხილვა

წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების წახალისება.

-საწავლო პროგრამების სრულყოფა

-მატერიალური რესურსების სრულყოფა

-ადამიანური რესურსების სრულყოფა

-ერთობლივი კლასგარეშე სამუშაოების ჩატარება

-მშობელთა ჩართვა საჭირო რესურსების მოზიდვის საქმეში

- თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის საქმეში მოსწავლთა ჩართულობის ამაღლება

-

-ტრენინგების გავლა

-კომპლექსური დავალებების შქმნა

- სასკოლო კურიკულუმების შექმნა

-მზადება სკოლის ავტორიზაციისათვის

-სასკოლო პროექტების შექმნა

-მასწავლებლების და მოსწავლეების სხვადასხა სახის კონფერენციებში მონაწილეობა

-ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება

-მშობელთა და თემის ჩართულობის ამაღლება

-პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment