Thursday, May 25, 2023

,,ანბანის გაცილება-ცოდნის ზეიმი“

 სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა დამრიგებლის ქეთევან სანაძის ხელმძღვანელობით მოაწყო ღონისძიება ,,ანბანის გაცილება-ცოდნის ზეიმი“


მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას, ლექსების, სიმღერებისა და ცეკვის თანხლებით. ანბანის ზეიმი კი მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ჯულია ლეჟავამ 
ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, დარბაზში შეიქმნა საზეიმო, ამაღლებული განწყობა და წარმოჩინდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარი.

🌞გზა დავულოცოთ ჩვენს პირველკლასელებს, ვუსურვოთ ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა, შეეწიოთ უფალი სწავლასა და შრომაში.








,,მხიარული სტარტები"

 ,,მხიარული სტარტებით" დაგვემშვიდობნენ 2022-2023 სასწავლო წლის პირველი კლასის მოსწავლეები

მადლობა მათ და მის მასწავლებლებს: ქეთევან სანაძეს, მალხაზ ნუცუბიძეს და გურამ ფხაკაძეს 















სასკოლო ოლიმპიადა ფეღბურთში

 სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლების მალხაზ ნუცუბიძის, გურამ ფხაკაძის და თეიმურაზ ვაშაკიძის ინიციატივით სკოლებს შორის შეჯიბრი სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გაგრძელდა ფეღბურთით. ამჯერად მონაწილეობას გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკოლის მოსწავლეებიც ღებულობდნენ.

I-II-III ადგილებზე გასულ გუნდებს სკოლის დირექტორმა თინათინ ჩუბინიძემ გადასცა სიგელები










საქართველოს ისტორიული ნარკვევი 1783 წლიდან 1991 წლამდე", ,, მხატვრულად აღწერილი საბჭოთა სინამდვილე".

 სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების:ელიზა დევიძისა და ეკა მელქაძის ხელმძხვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთანს (26 მაისი) დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემებზე: ,, საქართველოს ისტორიული ნარკვევი 1783 წლიდან 1991 წლამდე", ,, მხატვრულად აღწერილი საბჭოთა სინამდვილე".

ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და განიხილეს დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა".























Wednesday, May 3, 2023

ოლიმპიადა "მოაზროვნე" I (გაზაფხულის) სეზონის დაჯილდოება 2023 წელი

ოლიმპიადა "მოაზროვნე" I (გაზაფხულის) სეზონის დაჯილდოება 2023 წელი
მეორე ადგილი დაიკავა მე-6 ა კლასის მოსწავლემ ლიზი დევდარიანმა 
მათემატიკის ტურში